გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა
გიორგი რურუამ გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. რურუას ციხის კართან ოჯახის წევრები, ოპოზიციური პარტიის წევრები და მხარდამჭერები დახვდნენ.
“მინდა, მადლობა ვუთხრა შარლ მიშელს, კელი დეგნანს, კარლ ჰარცელსა და სხვებს. კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანია, ნიკა მელიამ უკანონო პატიმრობა სასწრაფოდ დატოვოს. წელიწად-ნახევარი იქ ტყუილი ბრალდებით გავატარე, რატომ, არ ვიცი. ასევე, მადლობა ოპოზიციას”, – აღნიშნა რურუამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტი დღეს გამოსცა.