ბათუმის ტურისტული შესაძლებლობები France 5-ის ობიექტივში მოხვდა

ბათუმის ტურისტული შესაძლებლობები რეიტინგული ფრანგული ტელეკომპანია France 5-ის ობიექტივში მოხვდა, – ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პოპულარული სათავგადასავლო გადაცემის – Echappées Belles-ის გადამღებმა ჯგუფმა ძველი ბათუმი, ბოტანიკური ბაღი და სოფელი თაგო გადაიღო.

France 5-ის გადამღებმა ჯგუფმა აჭარის შემდეგ თბილისი, მცხეთა, ანანური, ვარძია და ქუთაისი მოინახულეს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეზე მომზადებული 90-წუთიანი გადაცემა France 5-ის ეთერით ივნისში გადაიცემა. Echappées Belles-ს მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. ჟურნალისტები რეგიონს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით სტუმრობდნენ, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები