შსს-მ ფონიჭალაში რამდენიმე პირი დააკავა, რომლებიც ბავშვს ნარკოტიკს ასაღებინებდნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ დამატებით ინფორმაციას ასაჯაროებს.
„მიმდინარე საპოლიციო ღონისძიება უკავშირდება ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. გამსაღებელი პირები, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, დაკავებულები არიან. თავისი მნიშვნელობით, აღნიშნული ღონისძიება უპრეცედენტოა, ვინაიდან სქემაში ჩართული იყო არასრულწლოვანი ბავშვი, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებებს კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდა, შემდგომი გასაღების მიზნით“, – აცხადებენ უწყებაში.
გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს. დამატებითი დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.