პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა დაამტკიცეს (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიეს. ის არჩილ თალაკვაძეს შეცვლის.

კახა კუჭავას კანდიდატურას დეპუტატებმა ცოტა ხნის წინ უყარეს კენჭი. მის კანდიდატურას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ექვსი კი წინააღმდეგი წავიდა.

„ჩვენ ერთად უნდა გავამყაროთ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა, რომ საქართველო ყოველთვის იქნება არჩეული კურსის ერთგული და მუდამ იქნება დასავლეთისთვის სტაბილური დასაყრდენი რეგიონში. ეს ის საქმეა, რომელსაც ერთად უნდა შევეჭიდოთ და ერთად დავდოთ სასურველი შედეგი. დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. პირველ ყოვლისა, მთავარი საზრუნავია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელსაც ყოველი მხრიდან, ყოველდღიურად, ყველა შესაძლო პლატფორმის გამოყენებით სჭირდება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა. პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება მოგვცემს საშუალებას, უფრო ეფექტიანად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებსა და სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე ერთსულოვნად მივიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები