ეკატერინე ტიკარაძე: “სინოფარმით” ვაქცინაციის პროცესში 18 წელს ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩინური ვაქცინა “სინოფარმით“ 18 წლის ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან.

შესაბამისი განცხადება საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პლატფორმა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის დღეს, 20:00 საათზე გაიხსნება.

„გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 18 წლის ზევით მოქალაქეებისთვის დღეს, 20:00 საათზე გაიხსნება პორტალი, სადაც მათ შეეძლებათ დარეგისტრირება ვაქცინაციისთვის. ამის საფუძველი გახლავთ, რომ არსებობს არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის „სინოფარმი“ არის უსაფრთხო ვაქცინა. შესაბამისად, საბჭო დაეყრდნო საერთაშორისო გადაწყვეტილებას და შესაძლებლობას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, აიცრან „სინოფარმით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები