ნინო თანდილაშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტსაც, რომელიც მიმდინარე წლის მაისშია დაგეგმილი. ვიზიტის ფარგლებში, განსაზღვრულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის გაცნობა და სხვადასხვა მიმართულების ფერმერული მეურნეობების დათვალიერება. შეხვედრას უნგრეთის საელჩოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კონსული, სზაბლოკს ვარგა ესწრებოდა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.