არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, კახა კუჭავა მზად არის და საუკეთესოდ გაუძღვება საქართველოს პარლამენტის მუშაობას

“ვფიქრობ, კახა კუჭავა მზად არის და საუკეთესოდ გაუძღვება საქართველოს პარლამენტის მუშაობას”, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კახა კუჭავას აქვს კარგი გამოცდილება როგორც საარჩევნო პროცესში მონაწილეობის, ასევე – ის არის ძალიან კვალიფიციური, პროფესიონალი იურისტი.

„კახა კუჭავა პროგრესული ადამიანია, რომელსაც კარგი განათლება აქვს მიღებული და ძალიან მოტივირებულია. ვფიქრობ, ის მზად არის და საუკეთესოდ გაუძღვება საქართველოს პარლამენტის მუშაობას, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დებატები გველის. კახა კუჭავას აქვს კარგი გამოცდილება როგორც საარჩევნო პროცესში მონაწილეობის, ასევე, ის არის ძალიან კვალიფიციური, პროფესიონალი იურისტი. საერთაშორისო მიმართულებით აქტიურად იყო ჩართული და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველოს პარლამენტის შემდგომ საქმიანობაში,” – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები