არჩილ თალაკვაძე: გირაო არაა იმის გარანტია, რომ ნიკა მელია საბოლოოდ დარჩება თავისუფლებაზე

“გირაო არაა იმის გარანტია, რომ ნიკა მელია საბოლოოდ დარჩება თავისუფლებაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას ბრალეულობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

„საზოგადოებას ნუ შეიყვანთ შეცდომაში. სიმართლე არის შემდეგი: გირაოს გადახდა ცვლის მხოლოდ წინასწარი პატიმრობის მოცემულობას, ანუ თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის, ის დატოვებს დაწესებულებას და, სხვა კოლეგების მსგავსად, მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკურ პროცესში. გირაოს გადახდა არ ნიშნავს, რომ ეს მის საბოლოო თავისუფლებაზე ყოფნას უზრუნველყოფს, ვინაიდან მის ბრალეულობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. სწორედ ამიტომ ჩადეს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა დოკუმენტში ამნისტიის შესახებ პროექტი, რათა საბოლოოდ მოგვარდეს ეს საკითხი და არა –  შუალედურად. ამიტომ, ნიკა მელიას განცხადება მიმართულია იქეთ, რომ ამ შეთანხმებას დესტრუქცია მოუწყონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. გირაო არაა იმის გარანტია, რომ ნიკა მელია საბოლოოდ დარჩება თავისუფლებაზე“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები