“მე და ჩემი ახალშემოსული კოლეგები” – იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს
“მე და ჩემი ახალშემოსული კოლეგები” – პარტია “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში მისვლის შემდეგ “სელფი” გადაიღო და აღნიშნული მინაწერით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები პარლამენტში მივიდნენ.
პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტები და 20 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული ადამიანების მხარდამჭერები არიან შეკრებილები.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოპოზიციამ არ დაუჭიროს მხარი ამნისტიის კანონპროექტს.