ყაზბეგში არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი”, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, შ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტოტრანსპორტისა და მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი გამოვლინდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 5308.08 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 5308.08 ლარი შეეფარდა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.