სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
“წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 1 მ3-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი იყო განთავსებული, მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.
ამავე ტერიტორიაზე, მოქალაქებს ავტომანქაების ძარაზე, წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – 8მ3-მდე ფიცარი, 1 მ3-მდე ძელაკი და 7 ერთეული ნაგვერდული ფარულად ჰქონდათ განთავსებული.
ავტომანქანები და უკანონო ხე-ტყე დაილუქა. საქმე გადაიგზავნება შესაბამის უწყებებში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 293 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.