ხათუნა სამნიძე: 27 აპრილს დღის ბოლოს გახდება ცნობილი, ერთი კანონპროექტი რეგისტრირდება, ორი თუ სად ვართ

“რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ხვალ ოპოზიციის ნაწილი სესიაზე დარეგისტრირდება და სამუშაო შეხვედრების შემდეგ გაირკვევა, საბოლოოდ ამნისტიის შესახებ ერთი კანონპროექტი დარეგისტრირდება, ორი თუ საერთოდ, როგორ იმოქმედებს ოპოზიცია.

როგორც მან ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განმარტა, ხვალ ოპოზიციის ნაწილი სესიაზე დარეგისტრირდება.

მან ასევე თქვა, რომ „ქართული ოცნება“ თანახმაა, ამნისტია არ შეეხოს იმ ადამიანებს, რომლებიც 20 ივნისის ღამეს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაში არიან ბრალდებული.

„ამნისტია არ შეეხება მაკო გომურის საქმეს და ყველა იმ საქმეს, სადაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება გვაქვს. ჩანს, რომ ორივე მხარეს გვინდა და ვცდილობთ, ერთი კანონპროექტი დარეგისტრირდეს. ხვალ ჩვენ მივდივართ პარლამენტში, ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებას, ვრეგისტრირდებით სესიაზე, რის შემდეგაც ვიხილავთ ჩვენი ხელშეკრულებიდან შესრულებულ პირველ ნაბიჯს. პრეზიდენტი შეიწყალებს გიორგი რურუას. ამის შემდეგ იქნება სამუშაო შეხვედრები და უკვე დღის ბოლოს გახდება ცნობილი, რეგისტრირდება ერთი კანონპროექტი, ორი კანონპროექტი თუ სად ვართ, მაგრამ პროცესი გრძელდება.

„ოცნება“ თანხმდება, რომ თუ ოდესმე გამოძიებული იქნება ეს საქმეები, ეს ადამიანები მართლმსაჯულებას ვერ გაექცევიან“,- განაცხადა სამნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები