რუსეთი გეგმავს, აშშ არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი აშშ-ის არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანს.

ამის შესახებ მან რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოო სია ცნობილი გახდება მინისტრთა კაბინეტის შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემდეგ. თავად დოკუმენტს კი სხვადასხვა დეპარტამენტი ამზადებს.

ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ ასეთი ნაბიჯი გამოწვეულია შეერთებული შტატების “აბსოლუტურად არამეგობრული ქმედებებით”, რომლებმაც მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღეს და რუსი დიპლომატები გააძევეს.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოებს, რომლებმაც „არამეგობრული ქმედებები ჩაიდინეს რუსეთის წინააღმდეგ“, საელჩოებში რუსეთის მოქალაქეების დაქირავება შეეზღუდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები