ზაალ უდუმაშვილი: 15 მაისის აქცია ძალაშია
“15 მაისის აქცია ძალაშია”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა პასუხისმგებლობა ბოლომდე უნდა გაიზიარონ.
„15 მაისის აქცია ძალაშია. როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში, ახლა დამოკიდებულია უკვე ოპოზიციის იმ ნაწილზე, რომელმაც შეთანხმებას მოაწერა ხელი. მათ მოუწევთ, ეს პასუხისმგებლობა ბოლომდე გაიზიარონ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.