საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 521 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 058 პირი

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 521 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 058 პაციენტი.
ინფორმაცია stopcov.ge -ზე გამოქვეყნდა.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 304 272 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 287 029, გარდაიცვალა 4 043 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები