ამირან გამყრელიძე: ვირუსი კაცობრიობას სერიოზულად ებრძვის – წინასააღდგომოდ და შემდეგ პერიოდში არსებული რეკომენდაციები დავიცვათ 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, წინასააღდგომოდ და შემდეგ პერიოდში ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვა აუცილებელია.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია რეკომენდაციების ტაძრებში დაცვაც.

“ვირუსი კაცობრიობას სერიოზულად ებრძვის. ერთადერთი არის და იქნება მოწოდება, რომ ჩვენ წინასააღდგომოდ და აღდგომის შემდეგ პერიოდში ის რეკომენდაციები დავიცვათ რაც გვაქვს. ტაძრებშიც დისტანცია უნდა იყოს დაცული, პირბადის გარეშე ადამიანი არ იქნას დაშვებული, რომ წირვა-ლოცვისას ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ ტაძრის გარეთ”,- აღნიშნა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები