საქართველოში კორონავირუსის 966 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 222 ადამიანი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 888 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 974 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 914 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 966 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  303 751-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.04%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.96%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.57%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 222 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 285 971-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 025 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 966 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 567 შემთხვევა, აჭარა – 117, იმერეთი – 77, ქვემო ქართლი – 30, შიდა ქართლი – 21, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 73, კახეთი – 42, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი –  7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 729, საიდანაც: 3 582 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 970, აჭარაში – 422, იმერეთში – 397. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 611 პირი, მათ შორის, თბილისში – 295, აჭარაში – 66, იმერეთში -86. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 121 პირი, მათგან თბილისში – 85, აჭარაში – 10, იმერეთში – 7. 717 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 407 – თბილისში, 287 – აჭარაში. 9 430 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 222 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 219, ხოლო აჭარაში – 2.

სულ  6 ოქტომბრიდან – 24 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 518 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 396 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 14 823 პირი, აჭარაში – 2 484, იმერეთში – 1 196.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები