გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, მოქალაქე ტრაქტორით უკანონოდ მოიპოვებდა ქვიშას.
დეპარტამენტის ინფორმაციით, შედგა შესაბამისი აქტი, ხოლო ტრაქტორი დაილუქა.