25 აპრილიდან სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, ხვალ, 25 აპრილს, დღისით მთელი ქვეყნის მასშტაბით უნალექო ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევარში კი, მოსალოდნელია ამინდის მკვეთი გაუარესება.

რაც შეეხება უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს, დოდო გვაზავას განცხადებით, 25 აპრილიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება.

“ხვალ, მთლიანად საქართველოში, დღის პირველი ნახევარი დაახლოებით 4-5 საათამდე უნალექოდ ჩაივლის. დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება დაახლობით 21-26 გრადუსამდე. ხვალ მაღალი ტემპერატურა იქნება მთიან რაიონებშიც – 17-22 გრადუსი. მაღალ მთაში იქნება 15-20 გრადუსი, მაგრამ მაღალმთიან რაიონებში, განსაკუთრებით კი, კობი-გუდაური-ჯვრის მიდამოებში, მაქსიმალური ტემპერატურა 11-13 გრადუსია ნავარაუდევი.

25 აპრილს კი, უკვე დღის ბოლოს, კვლავ მოსალოდნელია მთლიანად საქართველოში ამინდის გაუარესება. 26-27 აპრილს უმეტეს რაიონში იწვიმებს, არ არის გამორიცხული, რომ ზოგან სეტყვაც აღინიშნოს.

ჰაერის ტემპერატურის დაკლება დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 26 აპრილს, ტემპერატურა დაახლოებით 18-29 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება თბილისს, ხვალ დღის ბოლოს, მოსალოდნელია 28 აპრილის ღამის საათებამდე დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა-ელჭექით და ასევე მოსალოდნელია 26 აპრილს დღის ბოლოს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 26 რიცხვში იქნება დაახლოებით 24-26 გრადუსი. ხოლო, 27-28 აპრილს, ტემპერატურა დაიკლებს დაახლოებით 19-21 გრადუსამდე,” – თქვა დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები