ნიკოლოზ მჭედლიშვილი: კახა კუჭავას სპიკერად დასახელება არის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი, რაც „ქართულ ოცნებას“ აქამდე გაუკეთებია

კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ დასახელება გამიხარდა, იმიტომ რომ, პირველ რიგში, ის არის იშვიათი პატიოსნებისა და უბრალოების მატარებელი ადამიანი. მას ვიცნობ დაახლოებით ათწლეული და ამიტომ, ვიცი რასაც ვამბობ, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ისინი ერთად ვმუშაობდით საერთაშორისო სავაჭრო პალატაში, ვიყავით ბორდის წევრები.

„ჯერ კახა ხელმძღვანელობდა კონკურენციის კომისიას და მისი წასვლის შემდეგ – მე. ამიტომ, თამამად ვამბობ, რომ ის არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი, რომელსაც განათლება ბრიტანეთში აქვს მიღებული.
დასავლეთმაც კარგად დაინახა კახა კუჭავას ხედვები და ენდო მას. ის მისაღებია ჩვენი პარტნიორებისთვის ევროპაშიც და ამერიკაშიც.

არჩილ თალაკვაძის გადადგომა კი საოცრებას წარმოადგენს ოპოზიციისათვის. მათ ვერ წარმოუდგენიათ, რა არის როტაცია, ის, რომ შეიძლება ქვეყნის უმდიდრესი კაცი პოლიტიკიდან წავიდეს, ან მაღალი თანამდებობის პირის შეცვლა მოხდეს.

კახა კუჭავას სპიკერად დასახელება არის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი, რაც „ქართულ ოცნებას“ აქამდე გაუკეთებია“, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები