ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთი ტერიტორიიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. პრემიერმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

აფხაზეთის შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზოუკვლოდ დაკარგული  13 პირის  იდენტიფიცირება და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე  გადმოსვენება მოხდაიდენტიფიცირებულია 6 სამხედრო პირის და 7 მშვიდობიანი მოქალაქის  ნეშტი.

უგზოუკვლოდ დაკარგულთა ნეშტები ორმხრივიქართულაფხაზური  საკოორდინაციო  მექანიზმის ფარგლებშიშერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო  მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით  მოიძიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები