სასკოლო კონკურსის „ეკოგმირი” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მზიურის პარკში, პროექტის დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში ჩატარებული  სასკოლო კონკურსისეკოგმირი“  და გარემოს დაცვით საკითხებზე შექმნილი ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

აღნიშნული კონკურსების მიზანია, რაც შეიძლება მეტი ყურაღება დაეთმოს გარემოს დაცვით საკითხებსწახალისებული იყოს როგოც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

დაჯილდოების ცერემონია გარემოს დაცვისა და სოფლისმეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ  პავლიაშვილმა გახსნა. პირველ ადგილზე .თბილისის #120 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეების ჯგუფი– „ნორჩი ეკოლოგებიგავიდნენ.

ოველი დღე უნდა იყოს დედამიწის დღე, ვინაიდანგარემოზე ზრუნვა, ბიომრავალფეროვნებაზე ზრუნვა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით  არის ჩვენი მთავარი ამოცანაასეთი ნაბიჯებით ჩვენ შევძლებთ საზოგადოება ჩავრთოთ ამ პროცესებში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკის გაძლიერების მიმართულებით.  2021 წლის დედამიწის დღის მთავარი თემაააღვადგინოთ ჩვენი დედამიწა”. აუცილებელია, ყველამ საკუთარი წვლილი შეიტანოს მის დაცვაში. ესაა დღე, როდესაც მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დედამიწის, როგორც ჩვენი საერთო სახლის მნიშვნელობას“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, ფოტოგრაფ ლევანქაშიბაძის პროექტის „PHOTO SMOG” პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც აერთიანებს სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ფოტოების სერიას და ინსტალაციას გარემოს დაბინძურების და ნარჩენების თემაზე.

პროექტი შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, ორგანიზაციისდავიცვათ საქართველოს სისუფთავე” – მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები