ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლებასთან ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა, საბოლოო პასუხს ხვალ 12 საათამდე დაველოდებით

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ხელისუფლებისთან ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა.

გოლეთიანის თქმით, “რიონის ხეობის მცველები” ხელისუფლების საბოლოო პასუხს ხვალ 12 საათამდე დაელოდებიან.

ლერი ბარნაბიშვილმა მათ მხოლოდ მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე მისცა თანხმობა. საუბარია, ნამოხვანში აქციის მონაწილეთა ნაწილის შესვლასა და ადგილზე პროტესტის გაგრძელების უფლებაზე, თუმცა არ შეჩერდება კომპანის მუშაობა და სამუშაოები გაგრძელდება.

აქციის მონაწილეების თქმით, შეთავაზება მათთვის მიუღებელია, ამიტომ ხვალ საკუთარ პასუხს და გეგმას გააჟღერებენ.

ჰესის მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლების წარმომადგებლებთან შეხვედრაზე სამი მოთხოვნა გააჟღერეს. ისინი სამუშაოების შეჩერებას, საპოლიციო ძალების გაყვანას და ხეობაში შესვლის უფლებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები