დიმიტრი ხუნდაძე: მე გავიკეთებ ჩინურ ვაქცინას

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ჩინური ვაქცინით აიცრება.

დიმიტრი ხუნდაძე 100% -ით არის დარწმუნებული, რომ ჯანმო  ჩინურ ვაქცინას ავტორიზაციას  მისცემს.

“მე გავიკეთებ ჩინურ ვაქცინას, უბრალოდ, კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ 120 დღე უნდა მოვიცადო. ჯანმოს ავტორიზაცია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და კომიტეტს აქვს კრიტიკული პოზიცია, რომ ვაქცინაციაში ჩინური ვაქცინა მას შემდეგ ჩავრთოთ, რაც ავტორიზაციას მიიღებს.

100% ვარ დარწმუნებული, რომ ჯანმო მისცემს ჩინურ ვაქცინას ავტორიზაცია. სულ რვა ვაქცინა ცირკულირებს და აქედან, 2 ვაქცინას აქვს ავტორიზაცია, სხვას არ აქვს,”-აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ “ღამის კურიერის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები