აზერბაიჯანის განადგურებული ადგილები ფოტოებში

აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს AZERTAC-ის გადამღებმა ჯგუფმა სომხური ოკუპაციის დროს განადგურებული ადგილები – ქალაქი ფიზული, ზანგილანის რაიონის სოფელი მინჯივანი და ჯებრაილის რაიონის სოფელი ბეიუკ მარჯანლი დაათვალიერა.

სტატიაში ნათქვამია, რომ ჯაბრაილის, გუბადლის, ზანგილანის, ფიზულის, აღდამის, კალბაჯარის, ლაჩინის რეგიონებში, შუშასა და ჰადრუტში, ისევე როგორც ასობით სოფელსა და ქალაქში დღეს, 30 წლის ოკუპაციის შემდეგ, აზერბაიჯანის სამფეროვანი დროშა ფრიალებს.

“მთელმა მსოფლიომ იხილა, რა სასტიკ დამოკიდებულებასთან მოუწია შეჯახება აზერბაიჯანელ ხალხს. მსოფლიო ისტორიაში მრავალი ომი ყოფილა, თუმცა ამდენი სისასტიკე და მტრობა არსად გამოვლენილა. მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ ყოფილა ამდენი სისასტიკე, რელიგიური და ისტორიული ძეგლები არ განადგურებულა. ყარაბაღის დამთრგუნველი პანორამა მოწმობს იმ ფაქტს, რომ სომხური ფაშიზმი ყველაზე მახინჯი და სასტიკია მსოფლიოში”,- ნათქვამია მასალაში.

26 თებერვალს ადგილობრივი და უცხოური მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ტელეკომპანია უკრაინა -24-ის კორესპონდენტის კითხვაზე პასუხისას ასე აღწერა ოკუპაციისგან განთავისუფლებული ტერიტორიების მდგომარეობა: “…ასობით კილომეტრს გადიხარ მანქანით, მხოლოდ დანგრეულ სოფლებს ხედავ, არსად ერთი შენობა არ დგას. აღდამში არც ერთი შენობა არ არის დანგრეული მეჩეთის გარდა და იმასაც ცეცხლის დასანთებად იყენებდნენ… ფიზულიში არც ერთი შენობა არ არის, დროშის ჩამოსაკიდებელი ადგილიც კი არ იყო დარჩენილი. იგივე ხდებოდა ჯაბრაილში. ნაწილობრივ რამდენიმე სახლი დარჩა ზანგილანში, გუბადლიში – იქ სადაც არალეგალური დასახლებები იყო”.

ქალაქი ფიზული, სადაც არც ერთი მთლიანი შენობა არ დარჩა.

ქალაქი ფიზული – ფიზული სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა 1993 წელს დაიპყრო . აზერბაიჯანულმა არმიამ ქალაქი ოკუპაციისგან 2020 წლის 17 ოქტომბერს გაათავისუფლა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, გასული წლის 16 ნოემბერს ქალაქ ფიზულიში მოგზაურობის დროს გზის გასწვრივ დამთრგუნველ პანორამაზე საუბრისას თქვა:”ჩვენ დავბრუნდით ფიზულიში. ამასთან, გული მტკივა, როდესაც გზის პირას დანგრეულ სოფლებს ხედავ, ქალაქ ფიზულის დანგრეულ მდგომარეობაში ხედავ. რად გადააქციეს ველურებმა ჩვენი ქალაქი? გაანადგურეს, დაანგრიეს სახლები, მთელი ინფრასტრუქტურა, ერთი შენობა მთელი არ შემორჩენილი. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს რა არის სომხური ვანდალიზმი და ჩვენ ამას მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ. არა მხოლოდ ფიზული, არამედ აღდამი, სხვა ქალაქები, რა მდგომარეობაშია ისინი. თითქოს ველურმა ტომებმა გადაურა ამ მიწებს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები