აშშ-სა და რუსეთს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის სფეროში პროდუქტიულად თანამშრომლობა შეუძლიათ – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ და რუსეთი კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ითანამშრომლებენ.

მისივე თქმით, აშშ-სა და რუსეთს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის სფეროში პროდუქტიულად თანამშრომლობა შეუძლიათ.

„გამხნევებული ვარ პრეზიდენტ პუტინის მოწოდებით, შედგეს საერთაშორისო თანამშრომლობა პლანეტის ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის აღმოფხვრის მიზნით. აშშ რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან ამ საკითხზე თანამშრომლობას მოუთმენლად ელის.

ვლადიმერ პუტინთან უთანხმოებები გვაქვს, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უთანხმოებების მიუხედავად, ორ ქვეყანას შეუძლიათ თანამშრომლობა ისეთ საკითხზე, რომელიც ყველას სარგებელს მოუტანს“, – აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა.

22 აპრილს ჯო ბაიდენის ორგანიზებით კლიმატის საკითხზე მსოფლიო ლიდერების სამიტი გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები