ნათია თურნავა: პანდემიის მიუხედავად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ,,ლოკდაუნისა” და მკაცრი შეზღუდვების გარეშე გავიდეთ ფონს

,,პანდემიის მიუხედავად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ,,ლოკდაუნისა” და მკაცრი შეზღუდვების გარეშე გავიდეთ ფონს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის დიდი ნაწილი ტურიზმის ინდუსტრიისკენაა მიმართული.

„როგორც იცით, პრემიერმინისტრის გადაწყვეტილება, ჩვენი ხედვაა, რომ პანდემიის მიუხედავად ყველაფერს გავაკეთებთ, ლოკდაუნის გარეშე, მკაცრი შეზღუდვებისა და ბიზნესის დახურვის გარეშე, მათ შორის, ტურისტული ინდუსტრიის შეზღუდვის გარეშე მაქსიმალურად გავიდეთ ფონს.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის დიდი ნაწილი 2020-2021 წელს მიმართულია სწორედ ტურიზმის ინდუსტრიისკენ – ეს არის საგადასახადო შეღავათები, ეს არის სპეციალური პროგრამები, მათ შორის, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტები, რაც ჩვენ შევქმენით, ასევე, ბევრი სხვა სახის ხელშეწყობა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები