“ექსპლუატატორთა მხრიდან ბავშვების მიმართ დიდი მზრუნველობაც ჩანს, რომ დროზე ჭამონ, რომ ჩააცვან, სუფთა იყოს ჩაცმული”, – ამის შესახებ ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული პირის ადვოკატი ამბობს.
ადვოკატის თქმით, დაკავებულს გულის დაავადებები აქვს გადატანილი.
,,ფიზიკური ძალადობა ეს ერთი მიმართულებაა, მაგრამ ზრუნვაც ჩანს. სამართალი გარკვეულწილად ექსპლუატაციად განიხილავს, მაგრამ ამ ექსპლუატატორთა მხრიდან მათზე დიდი მზრუნველობაც ჩანს, რომ დროზე ჭამონ, რომ ჩააცვან, სუფთა იყოს ჩაცმული. დაკავებული ფაქტობრივ გარემოებებს აღიარებს, არ უარყოფს. ბავშვების თემა გასაგებია, მაგრამ ახლა ისაა ვინაა დაკავებული, არაერთი გულის იშემიური დაავადება და ოპერაცია აქვს გადატანილი”, – აცხადებს ადვოკატი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც მეუღლის დისშვილებს მათხოვრობას და გარკვეული პროდუქტების გაყიდვას აიძულებდა, ეწეოდა მათ ექსპლუატაციას და ფსიქოლოგიურად ძალადობდა.