ამირან გამყრელიძე: პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთავრდება
“პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთავრდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 24 საათის განმავლობაში 1,600-მდე ადამიანი აიცრა, თუმცა, ეს საკმარისი არ არის.
„პრევენციული ღონისძიებები გასაძლიერებელია: პირბადის ტარება, დისტანცია, დიდი თავშეყრების არიდება და ა.შ. დღეს იყო მუნიციპალიტეტების მერებთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურებთან შეხვედრა და ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ.
მეორე მთავარი საკითხი დღეს ვაქცინაციის გააქტიურებაა, რამეთუ ეს პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთავრდება. ჩვენ, ყველამ ერთმანეთის გვერდში დგომით წელს უნდა ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის 60 %. დღევანდელი მონაცემებით, 35,000-მდე ადამიანია აცრილი, გუშინ გვქონდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და 24 საათის განმავლობაში 1,600-მდე ადამიანი აიცრა, თუმცა, ეს საკმარისი არ არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.