სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მიესალმება დეესკალაციის ნაბიჯებს უკრაინის საზღვარზე
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო უკრაინის საზღვარზე დეესკალაციის ნაბიჯებს მიესალმება. ამის შესახებ პრეზიდენტი ,,ტვიტერზე” წერს.
,,საქართველო მიესალმება დეესკალაციის ნაბიჯებს უკრაინის საზღვარზე. საქართველო უკრაინასთან ერთად სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში შეშფოთებას იზიარებს. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ეფექტური აღმოჩნდა,” – წერს სალომე ზურაბიშვილი.