საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, NATO-ს გენერალურ მდივანთან საუბრისას ალიანსისკენ საქართველოს სწრაფვა და ავღანეთში უახლოეს თვეებში თანამშრომლობის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” იენს სტოლტენბერგთან საუბრის შემდეგ დაწერა.
მისი თქმით, საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება ევროატლანტიკურ გზაზე ქვეყნის პროგრესს გააღრმავებს.
“დღეს შესანიშნავი საუბარი მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ალიანსის მომავალი სამიტის NATO-სკენ საქართველოს გზის დასადასტურებლად და უახლოეს თვეებში ავღანეთში ჩვენი თანამშრომლობის განსახილველად. საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე”, – წერს პრეზიდენტი.