სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ირწმუნება, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა და შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ტერორისტული ორგანიზაცია შექმნეს, რომელსაც ახმედ ჩატაევი ხელმძღვანელობდა.
გოგაშვილმა “რეაქციაში” თქვა, რომ ტერორისტული ჯგუფი 18 ადამიანისგან შედგებოდა.
მისივე თქმით, ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ამჯერად უკრაინაში იმყოფებიან.
“ტერორისტები არიან უყურადღებოდ. საქმე ფატობრივად დასრულებულია და სააკაშვილი და მერაბიშვილი პიჯაკებზე კი არა ტერორიზმის ბრალდებით უნდა იყვნენ დაკავებულები.
დამირეკონ პროკურატურიდან და საქმის ნომერს ვეტყვი, მტვერია გადასაწმენდი”, – განაცხადა სოსო გოგაშვილმა.