საბერძნეთის ციხეში ქართველი ე.წ.კანონიერი ქურდი გარდაიცვალა

საბერძნეთის ციხეში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, 67 წლის დავით სებისკვერაძე, იგივე დათო ქუთაისკი გარდაიცვალა.

​ინფორმაციას PrimCrime ავრცელებს.

წინასწარი ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, ონკოლოგიური დაავადება ყოფილიყო. 67 წელი მას სამი დღის წინ შეუსრულდა.

დავით სებისკვერაძე, ქალაქ ათენის სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, საბერძნეთის ციხეში სასჯელს 2017 წლიდან იხდის. მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნისთვის მიუსაჯეს.

1999 წლიდან სებისკვერაძე თავდასხმის შემდეგ ეტლს იყო მიჯაჭვული. მას ასევე ე.წ.კანონიერმა ქურდმა, როლანდ ჩიკვაიძემ ესროლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები