გიორგი ხვედელიანი: კატეგორიულად მიუღებელია, ამნისტირებულები იყვნენ 20 ივნისის დამნაშავეები, პირები, რომლებმაც ადამიანებს თვალები დათხარეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ხვედელიანი ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებს, ამნისტიის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ.

მისივე თქმით, პროექტი 20 ივნისის დამნაშავეების ამნისტირებას გულისხმობს, რაც მიუღებელია.

“პროექტი, რომელიც თავის თავში გულისხმობს, რომ ამნისტირებულები უნდა იყვნენ 20 ივნისის დამნაშავეები, რომლებმაც ადამიანებს დათხარეს თვალები, უნდა იყვნენ პასუხისმგებლობაში მიცემულები და ჩვენთვის მათი ამნისტირება კატეგორიულად მიუღებელია. ნიკა მელიასთვისაც მათი ამნისტირება კატეგორიულად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ოპოზიციონერ კოლეგებს,  იმ მოტივით, რომ ნიკა მელიამ დატოვოს საპყრობილე, არ გადადგან ეს ნაბიჯი”, – აცხადებს ხვედელიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები