მედია: ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპას შესაძლოა, ივნისში ეწვიოს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შესაძლოა, ივნისში ეწვიოს.

ამის შესახებ სლოვაკური გამოცემა Pravda აშშ-ის დიპლომატიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება.

მოსალოდნელია, რომ ბაიდენი ევროპულ ტურნეში ივნისში წავა და ვიზიტი, პირველ ყოვლისა, ბრიუსელში ნატო-ს სამიტს უკავშირდება.

ამჟამად, ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრის ვადა დაზუსტებული არ არის, თუმცა, გამოცემის წყაროს ინფორმაციით, საორიენტირო დრო 14 ივნისია.

ბაიდენის გაჩერების პირველი ადგილი, სავარაუდოდ, ლონდონი იქნება, სადაც თეთრი სახლის ლიდერი ბრიტანეთის პრემიერ ბორის ჯონსონსა და ელისაბეთ II შეხვდება.

“რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანას- ეს შეიძლება, იყოს სლოვაკეთიან ბალკანეთის ქვეყანა. თუ აშშ-ის პრეზიდენტი ბრატისლავაში გადაწყვეტს ჩასვლას, სლოვაკეთის მთავრობას ორი კვირით ადრე ეცნობება”, – თქვა წყარომ და დასძინა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ვითარების განვითარების შესაბამისი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები