,,გლოვოს” კურიერის ფორმაში გადაცმულმა თავდამსხმელმა მამაკაცი დაჭრა – პროკურატურამ დაკავებულს ბრალი წარუდგინა

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ნასიძის ქუჩაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის საქმეზე ბრალდებულ მამაკაცს დღეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ადგილზე „გლოვოს“ კურიერის ფორმაში, მოპედით მივიდა. გასროლის შემდეგ, კაცის მეგობრები თავდამსხმელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე პირი გადაყვანილია საავადმყოფოში.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება 19, 108-ე,(განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები