თორნიკე რიჟვაძე: შემიძლია, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სრული “ლოქდაუნები” არ განიხილება

“ბოლო დღეებში არსებული დინამიკა არის საკმაოდ საყურადღებო, თუმცა, კიდევ ერთხელ შემიძლია, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სრული “ლოქდაუნები” არ განიხილება”, – ამის შესახებ ეპიდვითარების შეფასებისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე დღეს შესაძლოა, წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებაზე იმსჯელონ.

„დღეს გვექნება შესაბამისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და ვიმსჯელებთ კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია, მათ შორის, მესამე ტალღის მართვის ნაწილში. თუმცა, კიდევ ერთხელ შემიძლია, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სრული ,,ლოქდაუნები,, არ განიხილება. დინამიკის მიხედვით შესაძლოა, განვიხილოთ კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები“, – განაცხადა რიჟვაძემ

ცნობისთვის, ​გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კოვიდინფიცირების 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები