შალვა პაპუაშვილი – ამნისტიის კანონის ინიცირება სამშაბათს მოხდება

ამნისტიის კანონის ინიცირება სამშაბათს მოხდება, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ორბელიანების სასახლესთან განცხადა, სადაც, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს და პარტიების წარმომადგენლებს ვახშამზე უმასპინძლა.

პაპუაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც სამშაბათს ამნისტიის კანონის ინიცირება მოხდება, საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების აქტს გამოსცემს.

„იყო სხვადასხვა კითხვა, რომ შემოვა თუ არა ოპოზიცია, ჯერ უნდა გამოვიდეს ნიკა მელია, თუ არა, დღეს აქ აშკარად და ცალსახად ითქვა, რომ მოხდება ამნისტიის კანონის ერთობლივად ინიცირება, ისინი მოვლენ პარლამენტში იქნება ერთობლივი ინიციატივა და ერთობლივად მიღებული ამნისტიის კანონი. შეთანხმებაზე ხელი მოწერილი აქვთ და ამ შეთანხმების მიხედვით ყველა იწყებს პარლამენტში მუშაობას. სამი მოსმენა სჭირდება, პროცედურა, რასაც ითვალისწინებს იმის მიხედვით იქნება, სამ მოსმენას რამდენი დროც უნდა. მთავარია, რომ ინიცირება მოხდება უკვე სამშაბათს, შესაბამისად, არანაირი წინაღობა არ არსებობს, რომ ეს კანონი იყოს მიღებული, მითუმეტეს, რომ არსებობს საერთო თანხმობა, რომ ეს ერთობლივად იქნება მიღებული“, – აღნიშნა პაპუაშვილმა, ოფიციალური ვახშმის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები