გიორგი რურუას პრეზიდენტი 27 აპრილს შეიწყალებს

პრეზიდენტი რურუას 27 აპრილს შეიწყალებს, იმავე დღეს პარლამენტი ამნისტიის პროექტზე მუშაობას დაიწყებს, რომელიც მელიასაც შეეხება. გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მიღების შემდეგ გახდა ცნობილი.

რაც შეეხება ამნისტიის პროექტის დამტკიცების ვადებს, ის რეგლამენტის მიხედვით პარლამენტში სამი მოსმენით, შემჭიდროებულ ვადებში უნდა განიხილონ. პროცესს შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს. ამნისტიის პროექტი 20 ივნისის საქმეზე ყველა ბრალდება წარდგენილ პირს შეეხება.

ამასთან ნიკა მელიასთვის ღია რჩება გირაოსთან დაკავშირებული შეთავაზება, რომ მისი თანხმობის შემთხვევაში თანხას ევროკავშირი გადაიხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები