პრეზიდენტმა შარლ მიშელსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში ვახშამზე უმასპინძლა

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პატივსაცემად გამართული ვახშამი დასრულდა.

პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდნენ მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ორბელიანების სასახლეში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები