თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას: სამარცხვინო საქციელია! – გგონია, რომ ხალხს მეხსიერება ღალატობს

იურისტი თამთა მეგრელიშვილი სამარცხვინოს უწოდებს მთავარი არხის დირექტორის ნიკა გვარამიას ფეისბუქ პოსტს, რომელშიც გვარამია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ ვახშამს გულისამრევად მიიჩნევს.

მისივე თქმით, გვარამიას უტიფრობას საზღვარი არ აქვს.

„საზღვარი არ აქვს შენს უტიფრობას და გგონია, რომ ხალხს მეხსიერება ღალატობს. პრეზიდენტზე საუბრობ და რაღაც კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებს იყენებ, ომი საქართველომ დაიწყოო, არადა იმ პარტიის წევრი ხარ, რომლის ლიდერებმა და შენმა პირადმა მეგობრებმა, ჯერ ხელი მოაწერა მოღალატეობრივ რეზოლუციას, სადაც პირდაპირ დაადანაშაულა საქართველო ომის დაწყებაში, ხოლო სულ ახლახან საქართველოს დააბრალეს, თითქოს კასეტური ბომბები გამოიყენა საქართველომ. სამარცხვინო საქციელია!“, – წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას პოსტს, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ როცა მელია და რურუა ციხეში არიან სალომე ზურაბიშვილის ვახშამზე მისვლა სამარცხვინოა.

“ყველაფერს გავიგებ: ხელმოწერას, შეთანხმებას, შესვლას, გამოსვლას… მაგრამ სალომე ზურაბიშვილთან პროტოკოლურ ვახშამზე დასწრება, მისთვის მადლობების გულისამრევ კასკადზე კიდევ უფრო გულისამრევი და სამარცხვინოა.

მელია და რურუა ციხეში. ესენი – სალომეს ვახშამზე. მალადცი! #ომისაქართველომდაიწყოპრეზიდენტი, – წერს ნიკა გვარამია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები