ხეთის მუზეუმში გამოფენა მოეწყო

ხობის (ხეთის) საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში „მაჩხომერის“ და „ჯეგეთას“ არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი არტეფაქტების გამოფენა მოეწყო. ამის შესახებ “კვირას” ხობის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, მუზეუმში მისულ დამთვალიერებლებს გიდობას ისტორიკოსი და არქეოლოგიური გათხრების მონაწილე, გოგიტა ჩიტაია უწევდა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი მასალები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ დაათვალიერეს.
„მაჩხომერისა“ და „ჯეგეთას“ არქეოლოგიური გთხრების მასალებმა ქართველი და უცხოელი მეცნიერების დიდი ინტერესი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები