ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მხრიდან არავითარი შეყოვნება არ იქნება, მოწოდებულები ვართ, რომ მოკლე დროში შესრულდეს ყველა ის პირობა, რომელზეც ხელი მოვაწერეთ

“მოწოდებულები ვართ, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულდეს ყველა ის პირობა, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან არავითარი შეყოვნება არ იქნება.

„ჩვენი გუნდის სახელით შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არავითარი შეყოვნება არ იქნება, ჩვენ მაქსიმალურად მოწოდებულები ვართ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულდეს ყველა ის პირობა, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ“, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები