შარლ მიშელი: მადლობა, ბატონო პრემიერო ახლო კომუნიკაციისთვის, თქვენი გამბედაობისთვის, პოლიტიკური არჩევანისა და ამ ქვეყნის მომავლის შესახებ თქვენი ხედვისთვის

„მადლობა, ბატონო პრემიერო ბოლო კვირების განმალობაში ახლო კომუნიკაციისთვის, თქვენი ვიზიტისთვის ბრუსელში და თქვენი გამბედაობისთვის, პოლიტიკური არჩევანისა და ამ ქვეყნის მომავლის შესახებ თქვენი ხედვისთვის“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვარ ისევ, საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტიდან 6 კვირის შემდეგ. სასიამოვნოა აქ ყოფნა და შეხვედრა პოლიტიკურ ლიდერებთან, რომლებიც ერთად იმუშავებენ ინკლუზიურ პარლამენტში. მადლობა, ბატონო პრემიერო ბოლო კვირების განმალობაში ახლო კომუნიკაციისთვის, თქვენი ვიზიტისთვის ბრუსელში და თქვენი გამბედაობისთვის, პოლიტიკური არჩევანისა და ამ ქვეყნის მომავლის შესახებ თქვენი ხედვისთვის.
ჩემს პატივისცემას გამოვხატავ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართაც, იმ ერთგულებისთვის, რომელიც გამოხატეს თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გვერდით გაწევით. ეს არ არის სისუსტე, ეს არის სიძლიერე და ეს არის ის გონივრული მიდგომა, რომელიც საჭირო იყო ამ ეტაპზე. ჩვენ ამ მომენტით უნდა ვისარგებლოთ, რათა პარლამენტში ერთად ვიმუშაოთ უკეთესი მომავლისთვის. რეფორმები არის ის, რაც საქართველოს სჭირდება, რაც უზრუნველყოფს თქვენი მოსახლეობის უკეთეს მომავალს, იმისთვის, რომ გაიხსნას გზა უფრო სიღრმისეული თანამშრომლობისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები