თამთა მეგრელიშვილი: გუშინ „ნაციონალური მოძრაობა“ ქართულ დემოკრატიას იცავდა ამერიკისა და ევროკავშირის ელჩისგან, დღეს კი მისი წარმომადგენლები მიშელის შეთანხმებას ,,გავრილოვის სპეცოპერაციას,, უწოდებენ

“გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სადამსჯელო გვარდიით ქართულ დემოკრატიას იცავდა ამერიკისა და ევროკავშირის ელჩისგან. დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიშელის შეთანხმებას “გავრილოვის სპეცოპერაციას” უწოდებენ”, – ამის შესახებ იურისტი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეკა ხერხეულიძეს ეხმიანება, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებას “გავრილოვის სპეცოპერაციას” უწოდა.

მისი თქმით, ამაზე დიდი ლუსტრაცია არ არსებობს.

,,დავიღალეთ, პროტესტს იწვევს ხარკი, რომლის გაღებაც თქვენთვის ქართველ ხალხსა და მოქალაქეებს გვიწევს. პოლიტიკურ მონსტრსა თუ პოლიტიკას თავშეფარებული არამზადების გამო სახელმწიფოს თავზე გაჩენილ ხანძარს როდემდე უნდა ვაქრობდეთ?! დამთავრდა მოგონილი პოლიტიკა, რომ არჩევნები გაგვიყალბეს, პარლამენტში არ შევალთ. „ნაციონალურო მოძრაობავ“ მიხეილ სააკაშვილმა ფორმალურადაც შემოგახია „პროდასავლური იმიჯი“ თავს უშველეთ, იძირებით“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს – „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები