დავით ზილფიმიანი: ხელი მოვაწერე დოკუმენტს, პარტიის ოთხივე წევრი ასევე ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას

“ხელი მოვაწერე დოკუმენტს, ამიერიდან მკაცრად ვიბრძოლებ პუნქტების შესრულებისთვის”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის ოთხივე წევრი ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას.

„ყოველთვის სრულად ვეთანხმებოდი ჩვენი მეგობრების, ევროპელი და ამერიკელი ფასილიტატორების მოწადინებას. ამიტომ, ჩემი აქ მოსვლა განპირობებულია პირადად ჩემი სურვილით. მივიღე ინდივიდუალური გადაწყვეტილება. ჩვენი პარტიის ოთხივე წევრი ასევე ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას, ასეთი სულისკვეთებით ვართ.

რადგან ხელი მოვაწერე, ამიერიდან ძალიან მკაცრად ვიბრძოლებ პუნქტების შესრულებისთვის. მოვაწერე ხელი და ყველა პუნქტი, რომელიც ჩაწერილია, ვიბრძოლებ, შესრულდეს“, – განაცხადა დავით ზილფიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები