კახა კალაძე – სააკაშვილზე: მივესალმები, თუ გარისკავს და ჩამოვა, თუმცა, მის განცხადებებს იუმორის გრძნობა დაჰკრავს

​თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში ჩამოსვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

კალაძის თქმით, მისასალმებელია, თუ სააკაშვილი გარისკავს და ქვეყანაში ჩამოვა.

“მივესალმები მის ჩამოსვლას, თუ ის გარისკავს, მოახერხებს და ჩამოვა, თუმცა, ამაში ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული, რადგან არაერთი განცხადება მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით. უკვე იუმორის გრძნობა დაჰკრავს ხოლმე ჩამოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები