ეკატერინე ტიკარაძე: დარწმუნებულები ვართ, ჯანმო-ს აკრედიტაციის მიღების შემდეგ ,,სინოფარმის” პოზიციები მნიშვნელოვნად დაწინაურდება

“დარწმუნებულები ვართ, ჯანმო-ს აკრედიტაციის მიღების შემდეგ ,,სინოფარმის” პოზიციები მნიშვნელოვნად დაწინაურდება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ,,სინოფარმის” მიმართ საზოგადოების ნდობა საკმაოდ მაღალია.

,,სინოფარმთან” მიმართებით  ვიცით, რომ ის არის მოლოდინის ფურცელზე, სანამ მიიღებს ჯანმო-ს აკრედიტაციას, თუმცა, ჩვენ გვაქვს არაერთი კვლევა, მის მიმართ მოთხოვნა და საზოგადოების ნდობა არის საკმაოდ მაღალი. ის, რომ ,,სინოფარმი” დღესდღეობით ბოლო პოზიციებზეა, გამომდინარეობს იქედან, რომ მას არ აქვს ჯანმო-ს აკრედიტაცია. დარწმუნებულები ვართ, აკრედიტაციის მიღების შემდეგ მისი პოზიციები მნიშვნელოვნად დაწინაურდება,” – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები