თამარ გაბუნია: დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი, ჯერჯერობით, არ არის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე არსებული რეგულაციების დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

მისივე თქმით, გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელიც, თუმცა, დამატებითი რეგულაციების შემოღებაზე საუბარი, ჯერჯერობით, არ არის.

“დღეს შემთხვევების რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია, 1700-ს გადააჭარბა, თუმცა, ეს გარკვეულწილად არის შაბათ-კვირის მანძილზე დაგროვილი შემთხვევების ეფექტი. ამისდა მიუხედავად, მაინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების მატება ცალსახად აღინიშნება, ასევე იმატებს დადებითობის მაჩვენებელიც – 4 პროცენტს უახლოვდება და ეს მაჩვენებელი იყო ჩვენთვის ნიშნული იმისა, რომ 4 პროცენტის შემდეგ უფრო აქტიური ქმედებების საჭიროება იკვეთებოდა. დღეს მთავარი მაინც ის პრევენციული ღონისძიებებია, რომელიც გვაქვს. საბჭო მსჯელობს ბიზნესგარემოში შეზღუდვების აღსრულებაზე, რაც უკვე დაწესებულია, ასევე რაც მნიშვნელოვანია ესაა – სოციალური ღონისძიებების რეგულირება. დამატებით შეზღუდვებზე საუბარი ჯერჯერობით არ არის”, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები