საქართველოს გენერალურმა პროკურორმა აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ახლადდანიშნულ სამართლებრივ ატაშესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და ყოფილ ატაშეს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ახლადდანიშნულ სამართლებრივ ატაშეს, ჰეზერ ბერგსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს სამართლებრივ ყოფილ ატაშეს, დიეპ შუმეიკერს შეხვდა, – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანლები. ირაკლი შოთაძემ ყოფილ სამართლებრივ ატაშეს მადლობა გადაუხადა ქართველ და ამერიკელ კოლეგებს შორის სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს პროკურატურის გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის ბოლო წლების განმავლობაში აღმოჩენილი დახმარებისთვის. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები